მომსახურების პირობები
1. ზოგადი წესები
- tipme.ge (შემდგომში – „კომპანია“, „ჩვენ“, „პლატფორმა“) არის ონლაინ დონაციების მისაღები სისტემა სტრიმერებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას.
- პლატფორმის მფლობელი: ი.მ. ნიკოლოზ კონდრატიევი (ს/კ 01008062381).
- პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ ან სერვისის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო ამ დოკუმენტს.
- თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისი.
2. დონაციის პირობები
დონაციის პროცესთან დაკავშირებული დეტალები:
- დონაციის საკომისიო შეადგენს 2.5%-ს, რომელსაც იღებს მთლიანად გადახდის პროვაიდერი.
- ერთი დონაციის მაქსიმალური თანხის ოდენობა შეადგენს 2000₾-ს.
- გადახდის პროცესი არის სრულად უსაფრთხო და ხორციელდება 3rd party პროვაიდერის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიცირება და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული ლიცენზია.
3. თანხის გატანა
თანხის გატანის პირობები და საკომისიო:
- მინიმალური გატანის თანხა არის 5₾.
- გატანის საკომისიო მერყეობს 4%-დან 6%-მდე და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.
- თანხის გატანა ჩვეულებრივ სრულდება 0-დან 48 სამუშაო საათის განმავლობაში.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში, მომხმარებელს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი ვერიფიკაცია იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად ფლობს კონკრეტულ ანგარიშის.
4. აკრძალული ქმედებები
მომხმარებლებს ეკრძალებათ:
- პლატფორმის გამოყენება არალეგალური, თაღლითური ან არაეთიკური მიზნებისთვის.
- გადახდის ან გატანის პროცესში არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
- პლატფორმის სისტემაში ჩარევა ან უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა ან ამის მცდელობა.
5. მონაცემთა დაცვა
მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია.
- მომხმარებლის ინფორმაცია ინახება უსაფრთხოდ და არ გადაეცემა მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე.
- გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ვერიფიკაცია ფინანსური ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად.
- ჩვენ ვიყენებთ მონაცემების encryption - ის მეთოდებს მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. ანგარიშის შეჩერება
კომპანიას აქვს უფლება შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში შემდეგ შემთხვევებში:
- თუ არსებობს სამართლებრივი ან პოლიციის გამოძიება, რომელიც მომხმარებლის ანგარიშს უკავშირდება.
- კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს ანგარიშზე წვდომა სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა უფლებამოსილი უწყებების მოთხოვნით.
- ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს, თუ მომხმარებელი მიზანმიმართულად ცდილობს პლატფორმის დაზიანებას მავნე ქმედებებით.
- თუ მომხმარებლის აქტივობა საეჭვოა ან ეთიკის ნორმებს არღვევს, კომპანია უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტოს მისი მომსახურება.
7. წესების ცვლილება
პლატფორმას აქვს უფლება შეცვალოს პირობები:
- წესები შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს პლატფორმის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების მიზნით.
- მომხმარებლებს ეცნობებათ ცვლილებების შესახებ შესაბამისი არხებით.
- მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს პირობები.
მომსახურების პირობების პოლიტიკასთან დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [ელ.ფოსტა: support@tipme.ge]-ზე.