კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი ინფორმაცია

  • tipme.ge (შემდგომში – „კომპანია“, „ჩვენ“, „პლატფორმა“) არის ონლაინ დონაციების მისაღები სისტემა სტრიმერებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას.
  • ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებლის ინფორმაცია იქნება მაქსიმალურად დაცული და დამუშავდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
  • პლატფორმის მფლობელი: ი.მ. ნიკოლოზ კონდრატიევი (ს/კ 01008062381).
  • პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენს მიერ შემუშავებულ მონაცემთა დამუშავების წესებს.

2. შეგროვებული მონაცემები

ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ ინფორმაციას:

2.1. OAuth ავთენტიფიკაციის მონაცემები

  • Google-ის გამოყენებით შესვლისას: Google ID, სახელი, ელფოსტა, პროფილის სურათი.
  • YouTube-ის გამოყენებით შესვლისას: YouTube ID, არხის სახელი, ელფოსტა, პროფილის სურათი.

2.2. მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია

  • სახელი და გვარი.
  • ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ინფორმაცია (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში).
  • გადახდის დეტალები (მაგალითად, ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ, მაგრამ არა საბანკო ბარათის მონაცემებს, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი წვდომა მათზე).

2.3. პლატფორმის გამოყენების ისტორიის მონაცემები

  • მომხმარებლის აქტივობები პლატფორმაზე (მაგალითად, დონაციის დრო და ოდენობა).
  • ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა აქტივობის Logs, IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის მონაცემები და სხვა.

2.4. დონაციის მონაცემები

  • პლატფორმაზე შესრულებული დონაციების ინფორმაცია.
  • დონაციები არის ანონიმური, თუ მომხმარებელი თავად არ მიუთითებს თავის მონაცემებს.
  • კომპანია არ აგროვებს და არ ინახავს საბანკო ბარათების მონაცემებს – გადახდის ოპერაციები სრულდება გარე გადახდის სერვისის (Payment Provider) საშუალებით.

3. მონაცემთა დამუშავებისა და გამოყენების მიზნები

ჩვენ მომხმარებლის მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
  • უსაფრთხოების დაცვა და თაღლითური ქმედებების პრევენცია.
  • მომხმარებლისთვის სერვისების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება.
  • მხარდაჭერის გაწევა და მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

4. მონაცემთა შენახვა და დაცვა

  • მომხმარებლის მონაცემები ინახება დაცულ მონაცემთა ბაზაზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს აქვთ.
  • ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, მათ შორის დაშიფვრას (encryption), მომხმარებლის oAuth - ით ავთენტიფიკაციას და წვდომის კონტროლს.
  • თუმცა, ინტერნეტში მონაცემთა 100%-იანი დაცვა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურად დაცულ ინფრასტრუქტურას, მომხმარებელმა უნდა გაიაზროს, რომ გარკვეული რისკ-ფაქტორები მაინც არსებობს.

5. მესამე მხარეებთან მონაცემთა გაზიარება

  • ჩვენ არ ვუზიარებთ მომხმარებელთა მონაცემებს არაუფლებამოსილ პირებს.
  • მონაცემები შესაძლოა გაზიარდეს სამართალდამცავ ორგანოებთან, თუ ამას კანონი ითვალისწინებს.
  • ასევე, პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მონაცემები შეიძლება გადაეცეს გადახდის პროვაიდერებს და სხვა სერვისის მომწოდებლებს.

6. Cookies და სხვა Tracking ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ Cookies და მსგავს ტექნოლოგიებს, რათა:

  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების ნახვა, რედაქტირება ან წაშლა.
  • მომხმარებელი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეს მონაცემების წაშლის მოთხოვნით, თუმცა, ზოგიერთი მონაცემი შესაძლოა კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გამო შევინახოთ.
  • მომხმარებელს უფლება აქვს შეზღუდოს თავისი მონაცემების დამუშავება ან მოითხოვოს მათი გადაცემა სხვა პლატფორმაზე.

მომხმარებელს შეუძლია შეზღუდოს Cookies-ის გამოყენება ბრაუზერის პარამეტრებიდან.

7. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს შემდეგი უფლებები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი პერსონალური მონაცემების ნახვა, რედაქტირება ან წაშლა.
  • მომხმარებელი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეს მონაცემების წაშლის მოთხოვნით, თუმცა, ზოგიერთი მონაცემი შესაძლოა კანონით განსაზღვრული ვალდებულებების გამო შევინახოთ.
  • მომხმარებელს უფლება აქვს შეზღუდოს თავისი მონაცემების დამუშავება ან მოითხოვოს მათი გადაცემა სხვა პლატფორმაზე.

პირადი მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეიძლება გაიგზავნოს [ელ.ფოსტა: support@tipme.ge]-ზე.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება

  • კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ან განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
  • ცვლილებების შემთხვევაში, მომხმარებლებს ეცნობებათ პლატფორმის მეშვეობით.
  • მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს ეს პოლიტიკა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [ელ.ფოსტა: support@tipme.ge]-ზე.